Tuesday, December 22, 2009
მე მიყვარს თბილისი
1. პროექტის სახელი: მე მიყვარს თბილისი.
2. პროექტის მოკლე აღწერა: ჯგუფები ინაწილებენ დავალებებს თბილისის კულტურული კრების, ხუროთმოძღვრული ძეგლების და საკუთარი ქუჩის ისტორიის შესახებ.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები დაყოფილნი არიან ოთხ ჯგუფად
I ჯგუფი – ძველი და ახალი თბილისი
II ჯგუფი – თბილისის ეკლესია–მონასტრები
III ჯგუფი – თბილისის თეატრები
IV ჯგუფი – ჩემი ქუჩა
ჯგუფები მოიპოვებენ მასალას აღნიშნულ თემებზე,ისინი უკეთესად გაიცნობენ საკუთარ ქალაქ "თბილისს" და მეტ ინფორმაციას მიიღებენ ქალაქში არსებული კულტურული კერების, ხუროთმოძღვრული ძეგლებისა და საკუთარი ქუჩის ისტორიის შესახებ.
4. მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ზუსტად განვსაზღვრავთ პროექტის მიზანს, ვადგენთ გეგმას თემების მიხედვით თუ როგორ წარიმართოს მუშაობა, ვუთითებთ ინფორმაციის წყაროებს, ვაზუსტებთ დეტალებს.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები შექმნიან ფოტომასალას, ვიდეო მასალას, გამოიყენებენ არქივს, თვითონვე შექმნიან პლაკატებს, ალბომებს და გამოუშვებენ კედლის გაზეთებს.
8. სარგებელი სხვებისთვის: სხვა კლასის მოსწავლეებს გააცნობენ თავიანთ შემოქმედებას.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. მონაწილეობები სხვა სკოლებიდან: არა
11. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: საკუთარი ქალაქისადმი სიყვარულისა და პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივება, კომუნიკაციური უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება, მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ ჩვევები.
12. პროექტის ფასილიტატორი: ლია ხუციშვილი.
13. ფასილიტატორის ელ-ფოსტა: liaxucishvili4@gmail.com
Subscribe to:
Posts (Atom)